Saturday, June 28, 2014

2 დღის რეფლექსია

დღევანდელ  მეცადინეობაზე გავეცანი ბუკლეტებისა  და გაზეთების ნიმუშების შაბლონებს , გავერკვე თუ როგორ უნდა გამოვიყენო მოცემული შაბლონი და ასევე როგორ შევქმნა საკუთარი ბუკლეტი, რომელი კომპიუტერული პროგრამების გამოყენებაა საჭირო. გავეცანი Gmail-ის ახალ სერვისებს, რომლების საშუალებით შევძლებ სამუშაოს პირად კომპიუტერზე გაგრძელებას. მეცადინეობით კმაყოფილი ვარ, ბევრი საინტერესო და სასარგებლო იმფორმაცია გავიგე, რაც პროექტის გეგმაზე მუშაობაში შემიწყობს ხელს.

Thursday, June 26, 2014

1 დღის რეფლექსია

გავეცანი მოდულის მოთხოვნებს, გავერკვე ,უპირველეს ყოვლისა, რით უნდა დავიწყო პროექტზე მუშაობა, რა არის საჭირო პროექტის კარგი დაგეგმისთვის. განვიხილე პროგრამა "ვიუერი"  და მასალებს გავეცანი , შევინახე მასალები ჩემს საქაღალდეში, რათა ისინი ჩემთვის ადვილი მისაწვდომი იყოს.  გავეცანი  Gmail ელფოსტის ძალიან მოსახერხებელი მომსახურეობების გამოყენებას. შევისწავლე ბლოგის შექმნა და იქ მოთავსებული  მასალის გამოქვეყნება.