Tuesday, July 15, 2014

9 დღის რეფლექსია

დღეს ბოლო შემაჯამებელი მეცადინეობა გვქონდა. მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილეს პროექტის პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა თითქმის ყველას პროექტების თემები, საინტერესო და აკტუალური თემები იყო შერჩეული. ვიმსჯელეთ, შევაფასეთ, გავუზიარეთ მოსაზრებები და გავითვალისწინეთ შენიშვნები. ბოლოს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე. 
ტრენინგიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა, პირველ რიგში, ჩვენი ტრენერისგან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩამიტარა ტრენინგი და ბევრი რამ მასწავლა . მისი ტრენინგები ყოველთვის  დატვირთული, სასარგებლო და ძალიან საინტერესოა. კიდევ მომეწონა, რომ ტრენინგზე მონაწილეებს შორის თბილი დამოკიდებულება იყო, ყველა ცდილობდა ერთმანეთის დახმარებას. პროექტი ადრეც გამიკეთებია, მაგრამ ახლა მეტად გავერკვე ყველა წვრილმანში და  შემდგომში ამ ცოდნას გამოვიყენებ  მომავალი პროექტების დაგეგმის დროს. 
დიდი მადლობა, შორენა!

Saturday, July 12, 2014

8 დღის რეფლექსია

დღეს ბევრი პრაკტიკული სამუშაო გვქონდა. ვისწავლეთ ბლოგზე სხვა და სხვა გაჯეტების დადება, თუ როგორ გადმოვიტანოთ ინტერნეტსაიტებიდან სურათები და ანიმაციები და დავამატეთ ჩვენს ბლოგში. ასევე ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დადება. თითქმის დავასრულე პროექტის გეგმაზე მუშაობა.ძალიან საინტერესო და სასარგებლო მეცადინეობა გვქონდა. დიდი მადლობა შორენა!

Thursday, July 10, 2014

7 დღის რეფლექსია

დღეს გადავედით მეექვსე მოდულზე. განვსაზღვრეთ მოსწავლეების შესაძლოებლობების მიხედვით დავალებების სწორად განაწილება. განვიხილეთ,თუ როგორ შეიძლება მოსწავლეს გავუწიოთ სკაფოლდინგი. ამისათვის შევქმენით მოსწავლის პრეზენტაციის დამხმარე. გავაგრძელეთ გეგმაზე მუშაობა. ვისწავლეთ ფაილში ობიექტის დამატება. ძალიან ადვილი გასაკეთებელი აღმოჩნდა. ასევე ვისწავლეთ ელექტრონული კითხვარის შექმნა. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ!

Tuesday, July 8, 2014

6 დღის რეფლექსია

დღეს მოვისმინეთ ტრენინგის მონაწილეების მოსწავლის პრეზენტაციები და განვიხილეთ ისინი. გავეცანით და შევადგინეთ მთლიანად პროექტის და მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რუბრიკები. შევარჩიეთ კრიტერიუმები და მაქსიმალური ქულა.  სამუშაო ბევრი იყო, მაგრამ ჩვენი არაჩვეულებრივი ტრენერის დახმარებით ყველაფერი კარგად გავიაზრეთ და დავასრულეთ.


მოსწავლის პრეზენტაცია

Saturday, July 5, 2014

5 დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლე ბლოგში კომენტარის გაკეთება, უკუკავშირის გაზიარება ტესტური რედაქტორის  გამოყენებით ვორდის ფაილში. დავწყვლდით და გავაცანით ერთმანეთს ჩვენი აზრები  და მცირე შენიშვნები ერთმანეთის პროექტის შესახებ. გავეცანით, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ საავტორო უფლებებით დაცული მასალა. ვფიქრობ, ადამიანმა სკოლიდანვე უნდა იცოდეს ამის შესახებ, რათა მომავალში შესაძლო უსიამოვნება აიცილოს. მოვიძიეთ სურათები და შევინახეთ ისინი საიტის მისამართის მითითებით.                                                                                                                                              ჩემი პროექტის თემაა -   სანკტ-პეტერბურგი - ჩრთილოეთის ვენეცია“  
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
Ø  რატომ იზიდავს ადამიანებს უცხოეთი?

თემატური კითხვები
Ø  რა სარგებლობა მოაქვს უცხო ქვეყნის ისტორიისა და კულტურის ცოდნას?
Ø  რა დახმარებას უწევს უცხო ენის ცოდნა საზღვარგარეთ გამგზავრებულ ადამიანს?

შინაარსობრივი კითხვები

Ø  რა გავლენა იქონია რუსეთის მეფე პეტრე პირველმა ამ ქალაქის დაარსებასა და მომავალზე?
Ø  რატომ უწოდებენ სანქტ-პეტერბურგს „ჩრდილოეთის ვენეციას“?

     არ მომწონს ის, რომ ინერნეტის ხარისხი მუშაობაში გვიშლის ხელს.

ბუკლეტი 

Thursday, July 3, 2014

4 დღის რეფლექსია

დღევანდელი მეცადინეობაზე  გავუზიარეთ ერთმანეთს  მიმართულების მიმცემი კითხვები. გავეცანით და  შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.  შევადგინე "გონებრივი იერიშის" სქემის ნიმუში. მეცადინეობა ნაყოფიერი და საინტერესო იყო. 

Tuesday, July 1, 2014

3 დღის რეფლექსია

გავუზიარეთ ერთმანეთს იდეეიბი და მოვისმინეთ შეფასებები. შევარჩიეთ საჭირო სტანდარტები და ინდიკატორები , მოვარგე მათ პროექტის მიზნები და ამოცანები. გავეცანი მეორე მოდულის აკტივობებს და დავიწყე მუშაობა მიმარტულების მიმცემი საკვანძო შეკითხვებზე. მეცადინეობა დატვირტული და ბევრის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის.