დღეს ბოლო შემაჯამებელი მეცადინეობა გვქონდა. მოვისმინეთ ტრენინგის ყველა მონაწილეს პროექტის პრეზენტაცია. ძალიან მომეწონა თითქმის ყველას პროექტების თემები, საინტერესო და აკტუალური თემები იყო შერჩეული. ვიმსჯელეთ, შევაფასეთ, გავუზიარეთ მოსაზრებები და გავითვალისწინეთ შენიშვნები. ბოლოს ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ ბლოგზე.
ტრენინგიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებები დამრჩა, პირველ რიგში, ჩვენი ტრენერისგან, რომელმაც უკვე არაერთხელ ჩამიტარა ტრენინგი და ბევრი რამ მასწავლა . მისი ტრენინგები ყოველთვის დატვირთული, სასარგებლო და ძალიან საინტერესოა. კიდევ მომეწონა, რომ ტრენინგზე მონაწილეებს შორის თბილი დამოკიდებულება იყო, ყველა ცდილობდა ერთმანეთის დახმარებას. პროექტი ადრეც გამიკეთებია, მაგრამ ახლა მეტად გავერკვე ყველა წვრილმანში და შემდგომში ამ ცოდნას გამოვიყენებ მომავალი პროექტების დაგეგმის დროს.
დიდი მადლობა, შორენა!
No comments:
Post a Comment